კახა კალაძე - თხოვნა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან, თავი დაანებონ მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში
კახა კალაძე - თხოვნა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან, თავი დაანებონ მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში

ერთადერთი თხოვნა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან, თავი დაანებონ მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ხდება, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დამატებითი ღონისძიებების საჭიროება თუ იქნება, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

„ემიგრანტების ჩამოყვანას რაც შეეხება, ამ მიმართულებით უკვე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულ იქნა. ბოლო დღეების განმავლობაში, ადამიანების, ვისაც სურვილი აქვს დაბრუნების, ჩამოყვანა მოხდა, ეს პროექტი გაგრძელდება. ერთადერთი თხოვნა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან, თავი დაანებონ მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. სახელმწიფო ამას ისედაც აკეთებს, თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნესსექტორზე, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის, რადგან ქვეყანა ამას უკვე აკეთებს. რეისები ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად არსებობს. გუშინ, გუშინწინ ჩამოყვანილი იქნა ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და მომდევნო დღეებში გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი