კახა კალაძე - თითოეული პოლიციელი იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას სიცოცხლის რისკის ფასად და ამისთვის მადლობა მათ
კახა კალაძე - თითოეული პოლიციელი იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას სიცოცხლის რისკის ფასად და ამისთვის მადლობა მათ

თითოეული პოლიციელი იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას სიცოცხლის რისკის ფასად და ამისთვის მადლობა მათ, – აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა.

„იცით, რომ 100-ზე მეტი ადამიანია დღეის მდგომარეობით დაკავებული და ეს პროცესი გრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და მომხდარს მოჰყვება რეაგირება შსს-ს მხრიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, თითოეული პოლიციელი იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, და ამისთვის მინდა, ყველა პოლიციელს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.