კახა კალაძე - გვაქვს რესურსი, რომ გუნდში თეა წულუკიანის მსგავსი ადამიანები შევინარჩუნოთ
კახა კალაძე - გვაქვს რესურსი, რომ გუნდში თეა წულუკიანის მსგავსი ადამიანები შევინარჩუნოთ

თეა წულუკიანი ჩვენი თანამებრძოლია, თუ ის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან გული დამწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თეა წულუკიანი 2011 წლიდან, რაც პარტია „ქართული ოცნება“ შეიქმნა გუნდის წევრია.

„ერთად მივდივართ, ერთად გამოვიარეთ მძიმე დღეები, თვეები ყველას კარგად გვახსოვს რაც იყო და როგორც იყო. არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან გული დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ გუნდში ასეთი ადამიანები შევინარჩუნოთ“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კახა კალაძე აცხადებს, რომ არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.

„თუ რაიმე ცვლილებები იქნება, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.