კახა კალაძე - თბილისში გზების შეკეთების პირველი ეტაპი სექტემბრისთვის დასრულდება 
კახა კალაძე - თბილისში გზების შეკეთების პირველი ეტაპი სექტემბრისთვის დასრულდება 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 15 სექტემბრისთვის გზების შეკეთების პირველი ეტაპი დასრულდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისში ბოლო წლებში არ განხორციელებულა.

„სტატისტიკა აშკარაა, რომ დღეს ორჯერ მეტი კეთდება ვიდრე გასულ წელში. მომავალ წელს კი უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქს დაეტყოს ხელი. პრობლემები ძალიან ბევრია და პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებებით საკანალიზაციო, სანიაღვრე პრობლემები, წყლის პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ სადაც შევდივართ და ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძირეულად ვცვლით ყველაფერს. ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება. კონკრეტულად ამ სამუშაოების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რამდენიმე დღეში, ღამის საათებში მეორე ფენის დაგებას დავიწყებთ. შემდეგი ეტაპი უკვე არის ბორდიურების შეკეთება”, – განაცხადა კახა კალაძემ.