კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის
კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობა 2022“-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გასულ უქმეებზე ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – „თბილისობა“ გაიმართა, რომელიც ორწლიანი პაუზის გამო, ყველას მონატრებული გვქონდა. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, უამრავი ადამიანი იყო გამოსული ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში და ღამეებს ათენებდა, რათა იქ მისულ ადამიანებს თავი სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ. ასევე, მადლობას ვუხდი კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს, მომღერლებს, ტექნიკურ ჯგუფებს; კომპანიებს, ვინც შექმნეს თბილისური გარემო და გააცოცხლეს თბილისური ისტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც დედაქალაქში უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს.