კახა კალაძე - თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს ახალი ავტობუსები, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას
კახა კალაძე - თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს ახალი ავტობუსები, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესა და ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსის მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყებას ავალებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება თბილისისა და რუსთავის მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება.

ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან. პრობლემა, რომელიც არსებობს თბილისი-რუსთავის გზაზე, წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ამ გზის გამოყენება. არის ბევრი სტუდენტი, ვინც ცხოვრობს რუსთავში და ეს გადაწყვეტილება, ამ პროექტის განხორციელება მათთვის იქნება კომფორტი. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს ახალი ავტობუსები, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი