კახა კალაძე თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
კახა კალაძე თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე დაიგება 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი.

სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “ბელ-ბაუ” აწარმოებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან გზის მშენებლობაზე 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება.