კახა კალაძე - თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო
კახა კალაძე - თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო

თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„პირველ რიგში, მადლობით მინდა, დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“,- წერს კახა კალაძე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათი​ა დაუდგინდა.

 

პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს,…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Sunday, 4 April 2021