კახა კალაძე  - ტაქსების რეგულაციით არა მგონია, სამუშაო ადგილები შემცირდეს
კახა კალაძე - ტაქსების რეგულაციით არა მგონია, სამუშაო ადგილები შემცირდეს

მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომლებიც აუცილებელია, რათა მოწესრიგდეს ტაქსები, ტაქსით მგზავრობა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქების რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების რეგულაციის მხრივ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, იქნება რეგისტრაცია. ვიცოდეთ, თუ რაოდენობის ტაქსია თბილისში. დღეის მდგომარეობით, არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრი არ არის, თუ რაოდენობის ტაქსი დადის დედაქალაქში. შესაბამისად, ამის რეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგი ეტაპი გულისხმობს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შემოვა რეგულაციები, რომლებიც აუცილებლია, რათ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არის. არ მგონია, სამუშაო ადგილები შემცირდეს. ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს, შესაბამისად მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა, ოღონდ იქნება რეგულაციები. სხვანაირად შეუძლებელია. ყველაფერი იქნება მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.