კახა კალაძე - სრული სისულელეა, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მიზანმიმართული ჭორები ვრცელდება
კახა კალაძე - სრული სისულელეა, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მიზანმიმართული ჭორები ვრცელდება

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიზანმიმართული ჭორები ვრცელდება.

მისი თქმით, ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ეს არის სრული სისულელე და მიზანმიმართული ჭორები, რათა საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და გავაჩინოთ ეჭვები, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა კონკრეტულ პოლოტიკოსებს, თუ ადამიანებს შორის, ეს არის აბსურდი და ძალიან დიდი ტყუილი, სერიოზულად ამაზე საუბარი მიჭირს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება გიორგი გახარიას პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე არდასწრებას, კალაძის განმარტებით, შესაძლებელია,ზოგჯერ გადაუდებელი ღონისძიების გამო ვინმე სხდომას ვერ დაესწროს.

„პოლიტსაბჭოს შეიძლება, ვიღაც დაესწროს, ვიღაც – არა. არის ისეთი საკითხები, რომელზეც სრული კონსენსუსია და შეიძლება, ვინმე გარკვეული შეხვედრების ან გადაუდებელი ღონისძიებების გამო ვერ მოვიდეა, არანაირი პრობლემა არ არსებობს იმსა, რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.