კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თბილისის მერიის მოადგილეების ხელფასები არც ერთი თეთრით არ გაზრდილა
კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თბილისის მერიის მოადგილეების ხელფასები არც ერთი თეთრით არ გაზრდილა

თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერის მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ, სიცრუეს უწოდებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოხდა მხოლოდ სახელის ცვლილება – დანამატი და თანამდებობრივი სარგო გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი.

„ეს არის ძალინ დიდი ტყუილი. მიმართვა გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე, ამის შემდეგ ჟურნალისტებთანაც მქონდა საუბარი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე. თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი თეთრით არ გაზრდილა 2018 წლის ხელფასები, მხოლოდ სახელის ცვლილება მოხდა. დანამატი და თანამდებობრივი სარგო ცალ-ცალკე იყო, გაერთიანდა უბრალოდ და დაერქვა ხელფასი“,- განაცხადა კალაძემ.