კახა კალაძე - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დღეს ყველას აქვს, მაგრამ განზრახვა როდესაც გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, ძალიან მძიმეა
კახა კალაძე - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დღეს ყველას აქვს, მაგრამ განზრახვა როდესაც გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, ძალიან მძიმეა

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა.

„ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება, გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, შეიძლება, გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მაგრამ როდესაც შენ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს მიუსაჯა.