კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, სამარშრუტო ტაქსების კომპანიას დავუკავშირდით და დავიქირავეთ მიკროავტობუსები
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, სამარშრუტო ტაქსების კომპანიას დავუკავშირდით და დავიქირავეთ მიკროავტობუსები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩვენი თანამშრომლები არიან, ჩვეულებრივად იღებენ ფიქსირებულ ხელფასს და გამომუშავებაზე არ არიან დამოკიდებულები. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან. კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები. იგივე ხდება ექიმების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშების ორგანიზებული ტრანსპორტირებისას, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება. მინდა, თითოეულ მძღოლს მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.