კახა კალაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა არ მეშლება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ენა არ ესმის
კახა კალაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა არ მეშლება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ენა არ ესმის

საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. რომ გითხრათ, ვამაყობ, ნამდვილად არ არის ასე, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით მის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის.

18 იანვარს კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს, ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.