კახა კალაძე - საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომლისთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის, საქართველო არის სამშობლო
კახა კალაძე - საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომლისთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის, საქართველო არის სამშობლო

ერთი ფაქტი დადონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულად ან არაფარულად თანამშრომლობს რუსეთთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრები მთავრობის რუსეთთან თანამშრომლობაზე არის „ძალიან დიდი ტყუილი და ძალიან დიდი სიბინძურე“.

„საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომლისთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არაა — საქართველო არის სამშობლო. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს. სანქციები რომ ავიღოთ, სანქციებთან არმიერთებაზეც ხომ გვსაყვედურობდნენ. ვინ დაზარალდებოდა იმით, რომ ჩვენ სანქციებს შევერთდებოდით? ისევ ჩვენ, ისევ ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენი გლეხი, ისევ ის ადამიანი, რომელიც 24 საათი მუშაობს იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოს და შემოსავალი მიიღოს. ხარაკირს ხომ არ გავიკეთებთ? უხერხულია უბრალოდ“, – განაცხადა კალაძემ.