კახა კალაძე - სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა
სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, ცვლილებები მაშინ განხორციელდება, როცა ამის საჭიროება დადგება.
„ეს არის სისულელე. კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ ამ სისულელეზე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება”,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე არჩევნების შემდეგ ცვლილებებზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ როცა სამთავრობო ცვლილებების საჭიროება დადგება, საზოგადოებისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.
„იქნება, იქნება. როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის”,- აღნიშნა კახა კალაძემ.