კახა კალაძე - სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა
კახა კალაძე - სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა

სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ერთიანი ძალისხმევით შეძლო შეეცვალა ძლადობრივი რეჟიმი.

„სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა. ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი. ბოლო წლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა რეგიონში, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საფუძველი. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით, სადაც კანონი იქნება უზენაესი. ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი არის განსაკუთრებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.