კახა კალაძე - საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტიანი მუშაობა უნდა განაპირობოს
კახა კალაძე - საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტიანი მუშაობა უნდა განაპირობოს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სამსახურების საქმიანობა იყოს ეფექტური და თვალსაჩინო თითოეული თბილისელისთვის, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ თქვენგანს, ვინც დამხვდით და განაგრძობთ საქმიანობას, მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ახლებს კი გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს და ზოგადად, პროდუქტიულ საქმიანობას თქვენს სამსახურებში“ – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის
განახლებულ შემადგენლობას.

„თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე – ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან – თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში,“- აღნიშნა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე. თბილისის მერის განცხადებით, საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტიანი მუშაობა უნდა განაპირობოს.

კახა კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თბილისის მერმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დრეს წარადგინა.