კახა კალაძე საახალწლო კონცერტებს სამივე ლოკაციაზე დაესწრო და მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა
კახა კალაძე საახალწლო კონცერტებს სამივე ლოკაციაზე დაესწრო და მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის მერი კახი კალაძე საახალწლო კონცერტებს სამივე ლოკაციაზე – ევროპის მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილში დაესწრო და მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.

„ნამდვილად სასიამოვნო საღამო იყო, სახალხო დღესასწაული. მერია, საკრებულო, ყველა ერთად დავდივართ, შემოვიარეთ ყველა ლოკაცია, სადაც კონცერტები იმართებოდა, ყველას მივულოცეთ და მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი წელი. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობა გისურვოთ, დღეგრძელობა, ბედნიერება. ჩვენ, ყველანი ახალი წლის ღამეს ვიფიქრებთ გარკვეულ სურვილებს და მინდა, ეს ჩაფიქრებული სურვილები ყველას აუსრულდეს. მინდა, წარმატებები გისურვოთ. მინდა, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის იყოს წარმატებული წელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვარკეთილში გამართულ საახალწლო კონცერტზე მისულმა თბილისის მერმა.