კახა კალაძე - რუსეთის სხვადასხვა ქალაქში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და რუსეთის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება პირდაპირ ფრენებზე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
კახა კალაძე - რუსეთის სხვადასხვა ქალაქში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და რუსეთის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება პირდაპირ ფრენებზე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, თუ არ ვცდები, მილიონამდე ქართველია და პირდაპირ ფრენებზე რუსეთის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ გვაქვს, თუმცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩვეულებრივად შემოდიან.

„გარდა ამისა, უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, თუ არ ვცდები, მილიონამდე ქართველია და გადაწყვეტილება თუ იქნება რუსეთის მხრიდან მიღებული, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, უკრაინაში, რომ შემოდიან საქართველოში? მერე რა, ისედაც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. რუსეთის გადაწყვეტილებით არის ფრენები შეჩერებული. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.