კახა კალაძე - როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს პრობლემა, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს, გვითხარით კონკრეტული არგუმენტი, რაც არის შესაცვლელი
კახა კალაძე - როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს პრობლემა, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს, გვითხარით კონკრეტული არგუმენტი, რაც არის შესაცვლელი

გამჭვირვალობა არის კარგი და გამჭვირვალობა ვერ იქნება ევროპის საწინააღმდეგო, როგორ შეიძლება, ის იყოს პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ღირებულებებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„გამჭვირვალობა არის კარგი და გამჭვირვალობა ვერ იქნება ევროპის საწინააღმდეგო, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, ის იყოს პრობლემა, ეწინააღმდეგებოდეს იმ ღირებულებებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია? შეიძლება რაღაც შეცდომა დავუშვით, გვითხარით, რა არის ის შეცდომა, რა არის ის კონკრეტული არგუმენტი, რაც არის გამოსასწორებელი, რაც არის შესაცვლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები. მისი თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება.