კახა კალაძე - რიტორიკა არასდროს შემიცვლია, ყოველთვის ვეუბნები ძალადობას არას
კახა კალაძე - რიტორიკა არასდროს შემიცვლია, ყოველთვის ვეუბნები ძალადობას არას

კახა კალაძეს რიტორიკა არასდროს შეუცვლია, მოყოლებული 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველ ოტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკური იდიალია ვერ იქნება.

„როდესაც პოლიტიკური აგრესიისგან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ და ვერ განიხილება. მიშას სექტა დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიძულვილზე და საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. რატომ ჰგონიათ, რომ მარტო თავად არიან პოლიტიკური ძალა? უამრავი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსია ქვეყანაში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.