კახა კალაძე - რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში
კახა კალაძე - რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში

ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია ომზე, დაპირისპირებაზე. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, ცოტა გონს მოეგონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული.

„აქციების ჩატარებაც მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი ჩატარებული აქციები. ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში. განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია ომზე, დაპირისპირებაზე. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, ცოტა გონს მოეგონ და ძალიან ფრთხილად იყვნენ ამ განცხადებებთან“, – განაცხადა კალაძემ.