კახა კალაძე - ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს
კახა კალაძე - ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს

ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა, ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. ქართული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა ბევრია კიდევ სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საბოლოოდ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.