კახა კალაძე – ქვეყანაში ახლა არ არის დემოკრატია, თავისუფლება და 2012 წლამდე იყო? სიცრუე, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის

13:17, 29.11.2024

ქვეყანაში ახლა არ არის დემოკრატია, თავისუფლება და 2012 წლამდე იყო, როდესაც დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ზღუდავდნენ გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას, ატერორებდნენ ბიზნესმენებს? – ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, სიცრუე, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

„გახსნან მოლაპარაკებები, რა პრობლემაა, ვინ უშლის? ქვეყანაში ახლა არ არის დემოკრატია და 2012 წლამდე იყო, როდესაც დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ კლავდნენ, ართმევდნენ ადამიანის უფლებას, ზღუდავდნენ გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას, ატერორებდნენ ბიზნესმენებს, იჭერდნენ, ქონებებს აფორმებინებდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირებზე, ასევე სახელმწიფოზე. ციხეებში აუპატიურებდნენ პატიმრებს, ქუჩებში კლავდნენ ახალგაზრდებს. ეს იყო დემოკრატიის შუქურა და დღეს არ გაქვთ თავისუფლება და დემოკრატია? ესეც არის სიცრუე, ცრუ განცხადებები და ცრუ პროპაგანდა. ამიტომ აგებთ ყველაფერს და წააგებთ ყველაფერს, რადგან სიცრუე, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ამაში მერწმუნეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი