კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ
კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტს, ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს, ასევე ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და სენატორ ჯიმ რიშს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„პარტია „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე“, – წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
The Georgian Dream party is ready to hold negotiations with the opposition to agree on the most reasonable election system for the 2020 parliamentary elections. @Europarl_EN @TheProgressives @EPP@RepKinzinger @SenatorRisch
— Kakha Kaladze (@kakhakala) February 19, 2020