კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში.

„თუკი ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“. გამიჭირდება ციფრებზე საუბარი, თუ რამდენი იქნება ეს პროცენტულად. რთულია, რადგან ეს არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თუმცა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში. დაველოდოთ არჩევნებს. ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.