კახა კალაძე - ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს
კახა კალაძე - ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს

იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებენ.

„ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, რამხლა ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილი და უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებენ. უდიდესი პრობლემაა, როცა სხვა ადამიანების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურები. პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მწვავეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვისაც.

„საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შემქნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იმავე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვცინობნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.