კახა კალაძე - პოლიტიკოსებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე რიგით ადამიანებს
კახა კალაძე - პოლიტიკოსებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე რიგით ადამიანებს

პოლიტიკოსებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე რიგით ადამიანებს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა,​ ყველა ადამიანმა, იქნება ეს ნიკა მელია, თუ ნებისმიერი სხვა, ვისაც აქვს რაიმე დანაშაული, ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„არ ვიცი პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებაში შევიდე, მათ კომპეტენციაში შევიდე არ იქნება სწორი. ვისაც აქვს რაიმე დანაშაული ყველამ უნდა აგოს პასუხი უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკოსებმა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, არ აქვს ამას მნიშვნელობა შენ ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რიგით ადამიანებს, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, კონსტიტუციურია თუ არა მოქმედი დეპუტატისთვის ის შეზღუდვები, რომელიც ნიკა მელიას სასამართლომ დაუწესა, კახა კალაძემ აცხადებს: „ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, ჩვეულებრივად საუბრობს ტელევიზიასთან, პრობლემას ვერ ვხედავ“.