კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში
პირობას გაძლევთ, ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
ამასთან, კალაძის თქმით, განსხვავებული მოსაზრებებისა და პოლიტიკური ხედვების გამო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ.
„ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.