კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა.