კახა კალაძე - პატივს ვცემ ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილისა და ჩემი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები
კახა კალაძე - პატივს ვცემ ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილისა და ჩემი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები

პატივს ვცემ ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილის ხსოვნას და ასევე ჩემი ძმის ხსოვნას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

​„ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ზაზას გარდაცვლილი შვილის ხსოვნას და ასევე ჩემი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადაცემის წამყვანმა თბილისის მერს ზაზა სარალიძის დღევანდელი განცხადების შესახებ დაუსვა კითხვა, სადაც სარალიძემ განაცხადა, რომ კალაძემ „საკუთარი ძმა მოაკვლევინა“.

„კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა და მით უმეტეს არ რცხვენია? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილებიც? რა თქმა უნდა, თავისნაირ ნაგავს გაზრდის იმ შვილებსაც, მაგრამ კალაძეს მეტი რაღა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.