კახა კალაძე - პარტიის დატოვება თუ ვინმეს უნდა, კარი ღიაა
კახა კალაძე - პარტიის დატოვება თუ ვინმეს უნდა, კარი ღიაა

პარტიის შიგნით თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, პარტია დატოვონ, ეს მათი ნებაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართულ შეტევასა და თავდასხმას ვხედავთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სასამართლოში რეფორმები განხორციელდეს. 2012 წლის შემდეგ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა ამით არავინ უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, რეფორმების განხორციელებას ხელი უნდა შევუწყოთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სასამართლოს რეპურაციაგამჭვირვალეობა შენარჩუნებული უნდა იყოს. შერჩევის პროცესზე, როდესაც საუბარი მიდის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი გუნდის მხრიდან იყო მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს და პარტიის წევრებს ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება ყველას ვერ ექნება.

„როდესაც პარტიის შიგნით შეჯერება მოხდება, შემდეგ უკვე განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას. ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია. შეუძლიათ გუნდი დატოვონ. თუ პარტიის შიგნით არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, პარტია დატოვონ, ეს მათი ნებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხს მოვემსახუროთ. ,უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი