კახა კალაძე - ორშაბათიდან დავუბრუნდები სამუშაო რეჟიმს და ერთად გავაკეთოთ თბილისისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი
კახა კალაძე - ორშაბათიდან დავუბრუნდები სამუშაო რეჟიმს და ერთად გავაკეთოთ თბილისისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.

„უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები სამუშაო რეჟიმს და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს,“ -აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

დატოვე კომენტარი