კახა კალაძე - ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილი, ამას მივესალმებით, შეიძლება, სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან
კახა კალაძე - ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილი, ამას მივესალმებით, შეიძლება, სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ და ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც არჩევნებზე ოპოზიციის მიერ ერთიანი საარჩევნო სიით შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი შინაარსის მატარებელია.

„ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმებით. ამას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.