კახა კალაძე - ოპოზიციის გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ
კახა კალაძე - ოპოზიციის გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ

ოპოზიციონერი დეპუტატების გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს შეკითხვით მიმართეს, ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის ხომ არ ეგულება ისეთი ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, როცა მაღალი თანამდებობის პირი კონსტიტუციას არღვევს.

„პირველი უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პატივს სცემთ კონსტიტუციას, კანონს, ქვეყანას, ხალხს. უცხოელების თვალშიც ძალიან ცუდად ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ეს ძალიან მძიმეა, ცუდია, დამაზიანებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.