კახა კალაძე - ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი, რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც დიდი აბსურდი
კახა კალაძე - ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი, რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც დიდი აბსურდი

ერთადერთი გუნდი ვართ ჩვენ, ვისაც აქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, კონკრეტული პროექტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი. რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც ძალიან დიდი აბსურდი. არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა, არანაირი დამოკიდებულება თბილისთან, როგორ აპირებენ ამ ქალაქის განვითარებას, მოწესრიგებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი პროექტი, არანირი დამოკიდებულება და ხედვა არ გააჩნიათ ამ ქალაქთან მიმართებით. ერთადერთი გუნდი ვართ ჩვენ, ვისაც აქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, კონკრეტული პროექტები თავისი ქუჩებით, უბნების მიხედვით რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.