კახა კალაძე - ოპოზიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებლობაა
კახა კალაძე - ოპოზიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებლობაა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან წარმომადგენელი ისნის რაიონში.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კახიშვილი უალტერნატივოა.

„ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის უალტერნატივოა. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა ისნის მოსახლეობის მხრიდან. აქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ არჩევნები დაამთავროს პირველივე ტურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენას, კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებლობაა.

„ცხადია, ოპოზიციაში არის დაპირისპირება და შეუთანხმებლობა, თუმცა ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. მმართველი პარტია ვართ, ჩვენი საარჩევნო კამპანია გვაქვს და არ ვაპირებ ოპოზიციური პარტიების უთანხმოებაში და გადაწყვეტილებების ვერ მიღებაში ჩარევას“, – განაცხადა კალაძემ.