კახა კალაძე - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა დაწყებულია, საინტერესო სანახაობა გველოდება
კახა კალაძე - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა დაწყებულია, საინტერესო სანახაობა გველოდება

პირადად ჩემთვის, არ არის საინტერესო, რას იზამს ოპოზიცია. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველოდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ ისინი ვერ თანხმდებიან.

მისი თქმით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

„აზრთა სხვადასხვაობა დაწყებულია მათში, ეს უკვე აშკარაა და გამოიკვეთა; ჯერ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, შემდეგ – ვინ სად დააყენებს კანდიდატურას. ამიტომ, დაველოდოთ, საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდს, კალაძის თქმით, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატების, ისე პროპორციული საარჩევნო სია საზოგადოებისთვის თავის დროზე გახდება ცნობილი.

„მმართველი პარტიაც მუშაობს, მიმდინარეობს სამზადისი საარჩევნოდ. რაც შეეხება კანდიდატებს, ეს იქნება მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენი მხრიდან წარდგენილი, თუ საარჩევნო სიაში, ყველა კანდიდატი საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. ამას ექნება თავის დრო. ჯერ ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულ ადამიანებზე“, – განაცხადა კალაძემ.