კახა კალაძე - ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა და  ამას არასდროს შევეგუებით
კახა კალაძე - ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა და ამას არასდროს შევეგუებით

ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, – ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, რასაც საქართველო არასდროს შეეგუება.

„ჩვენი ქვეყნისთვის საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალება, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.