კახა კალაძე – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღეს დღესასწაულობს, ვუსურვებ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას

14:53, 21.03.2021

თბილისის მერი კახა კალაძე ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

„ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი – ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაული. ნოვრუზ ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული, ოჯახური, საყოველთაო სიხარულის მატარებელი დღესასწაულია. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გვეძვირფასება ეს დღე და წრფელი გულით ვულოცავ მათ. ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი