კახა კალაძე ნიკანორ მელიას პასუხობს - როცა დებატებიდან გარბის, როცა არანაირი საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები, არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?!
კახა კალაძე ნიკანორ მელიას პასუხობს - როცა დებატებიდან გარბის, როცა არანაირი საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები, არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?!

საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნო დებატების მუდმივ პლატფორმას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თბილისის მერს, კახა კალაძეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძეს დებატები შესთავაზა.

როგორც კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ნიკანორ მელიას შეთავაზება არის პოპულისტური.

„მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დღეს რატომ შემოგთავაზათ მელიამ დებატები, კალაძე პასუხობს – „ძალიან მარტივია. ეს არის პოპულისტური განცხადება, მეტი არაფერი“.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართა დებატები თბილისის მერობის 16-ვე კანდიდატს შორის. ნიკანორ მელიამ უარი განაცხადა დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე და შესავალი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.

დატოვე კომენტარი