კახა კალაძე ნიკა მელიას ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს
კახა კალაძე ნიკა მელიას ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს

კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას,  სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვაში ე.წ. კანონიერი ქურდები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ კავშირი აქვთ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან.

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს პატივისცემას გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც თავად აკეთებდნენ, ჰგონიათ, რომ იმავეს გაკეთება შეუძლია სხვასაც“, – განაცხადა კალაძემ.