კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით, ზონდერჯგუფების ორგანიზება ხდება
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით, ზონდერჯგუფების ორგანიზება ხდება

მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით, ზონდერჯგუფების ორგანიზება ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება.

„რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ დარღვევებს – ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების ორგანიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება და დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა, გარანტიას გაძლევთ, რომ არ მიეცემათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით ლიდერობს და საღამოს, ყველა ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუცია ხმა, მობრძანდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დიდ გამარჯვებაში“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი