კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია თავისი ქმედებებითა და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია თავისი ქმედებებითა და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია.

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია თავისი ქმედებებითა და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია, ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.