კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ცხადია, შედარებას გააკეთებ, რა იყო წარსულში, რა მოცემულობა გაქვს, რა გინდა ხვალ
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ცხადია, შედარებას გააკეთებ, რა იყო წარსულში, რა მოცემულობა გაქვს, რა გინდა ხვალ

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ცხადია, შენ შედარებას გააკეთებ, რა იყო წარსულში, რა მოცემულობა გაქვს დღეს და რა გინდა ხვალ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ საუბრობს ხშირად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია. სამწუხაროდ, ისინი არიან პოლიტიკაში და ცხადია, შენ შედარებას გააკეთებ, რა იყო წარსულში, რა მოცემულობა გაქვს დღეს და რა გინდა ხვალ. მე ვსაუბრობ რა როგორ იყო, რა ვითარება და პრობლემები იყო, ვსაუბრობ, რა გავაკეთე, რისი გაკეთება შევძელი და ძალიან მეამაყება ამ ოთხი წლის. მაგრამ არსებობს ასევე გამოწვევები, პრობლემები და ვესაუბრები თბილისელებს მომავალზე, როგორი წარმომიდგენია ჩემი ქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა დგას სიტყვების „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ უკან. თითოეულ პროექტზე, თითოეულ მიმართულებაზე მომდევნო დღეების განმავლობაში მექნება სრულყოფილი ინფორმაცია თბილისელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.