კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულია, არ არიან ჩამოყალიბებული, რა უნდათ, რა არის მათი ხედვა
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულია, არ არიან ჩამოყალიბებული, რა უნდათ, რა არის მათი ხედვა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმმდევრულია და პარტიაში არ არიან ჩამოყალიბებული, რა სურთ, რა არის მათი ხედვა.

მისივე თქმით, მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, არეულობა შემოიტანონ.

„არათანმიმდევრულები არიან, ხან გამოდიან, ხან შედიან პარლამენტში. თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული ქმედებებში, რა უნდათ, რა არის მათი ხედვა. მე და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი იცის, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიძულვულზე. მათი ძირითადი მამოძრავებელია, რომ როგორმე რაღაც დაპირისპირება, არეულობა შემოიტანონ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ მიეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.