კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც ამის ინტერესი აქვს
კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც ამის ინტერესი აქვს

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც ამის ინტერესი აქვს.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, ვისი საკუთრება იქნება ეს კონკრეტული პარტია და პარალელურად, რა თქმა უნდა, მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვის ექნება გავლენა ამ მედიასაშუალებებზე. რა თქმა უნდა, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც აქვს ინტერესი. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რომელიც ოლიგარქი გახლავთ, რომელმაც როგორ და საიდან იშოვა ფული, ყველამ იცის, დღეს თავის თავს უწოდებს მედიამენეჯერს, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ცხოვრებით უცხოვრია ამ ადამიანს. მიმდინარეობს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება უკვე სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.