კახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია

12:33, 19.11.2026

ფონიჭალაში სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს დილით, აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით, ამ წუთში მიმდინარეობს სამძებრო-საძიებო სამუშაოები, შვიდ ადამიანს ეძებენ, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების და სამუშაოების გატარება.

„პარალელურად მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნა, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო შვიდის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.

მსგავსი