კახა კალაძე - მთელი გულით ვუსურვებ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, საქართველოს საკეთილდღეოდ
კახა კალაძე - მთელი გულით ვუსურვებ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, საქართველოს საკეთილდღეოდ

თბილისის მერი კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს.

განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში.

მინდა, მთელი გულით ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე, საქართველოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 89 წელი შეუსრულდა.